27 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
"დიდი შვიდეულის" ქვეყნები უკრაინას დამატებით 24 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას გაუწევენ

"დიდი შვიდეულის" ქვეყნები უკრაინას დამატებით 24 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას გაუწევენ. ამის შესახებ დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრების მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ქვეყნები აძლიერებენ რუსეთზე კოორდინირებულ ზეწოლას და ამ ძალისხმევის მხარდაჭერისკენ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებენ.

საგარეო საქმეთა მინისტრების თქმით, მათთვის შემაშფოთებელია რუსეთის მონაწილეობა საერთაშორისო ფორუმებში, მათ შორის "დიდი ოცეულის", საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრებზე.

"საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მრავალმხრივმა ფორუმებმა ჩვეულ რეჟიმში აღარ უნდა აწარმოონ საქმიანობა რუსეთთან," - ნათქვამია დოკუმენტში

დღის ამბები