27 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
ანგარიშში არის ცალკეული საკითხები, რომელთა ნამდვილობა და ობიექტურობა კითხვის ნიშნებს - მიხეილ სარჯველაძე Freedom House-ის ანგარიშზე

ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ Freedom House-ის ანგარიშთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ანგარიშში არის ცალკეული საკითხები, რომელთა ნამდვილობა და ობიექტურობა კითხვის ნიშნებს აჩენს:

"ანგარიშში არის ცალკეული საკითხები, რომელთა ნამდვილობა და ობიექტურობა კითხვის ნიშნებს აჩენს კვლევის მეთოდოლოგიის გაუმჭვირვალობის, ანალიზის წყაროების და დახურული შერჩევის პრინციპების გამო. 

"ფრიდომ ჰაუსის" რეიტინგებში ქვეყნების გრადაცია საკამათო და არადამაჯერებელია. ასე, მაგალითად, "ფრიდომ ჰაუსის" შეფასებით, ურუგვაი უფრო თავისუფალი დემოკრატიაა ვიდრე ბელგია, შვეიცარია, ავსტრალია და გერმანია; ტუვალუ უსწრებს იტალიას, ჩეხეთს, სლოვაკეთს, ესპანეთს, აშშ-ს და საფრანგეთს.

არის ანგარიშებში ერთი ფრაგმენტი, რომელიც ნამდვილად შეურაცხმყოფელი და ნებისმიერი ქართველისთვის დამამცირებელია, კერძოდ, "ფრიდომ ჰაუსი" თავის რეიტინგებში ე.წ. „ნაწილობრივ თავისუფალი“ დემოკრატიის კატეგორიაში განიხილავს უნგრეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის და საქართველოს გვერდით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

​წარმოჩენილი მონაცემებით "ფრიდომ ჰაუსი" ფაქტობრივად ხდება ოკუპაციის და ეთნიკური წმენდის ერთგვარი დამკანონებელი რეჟიმის მოკავშირე 

დღის ამბები