27 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
"ისტორია არ დაივიწყებს აქ ჩადენილი ომის დანაშაულებებს" - შარლ მიშელი უკრაინაშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინაში იმყოფება. მან ბოროდიანკაში ოკუპანტების მიერ განადგურებული ტერიტორიები მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა. 

"ბოროდიანკაში... როგორც ბუჩა და უკრაინის მრავალი სხვა ქალაქი... ისტორია არ დაივიწყებს აქ ჩადენილი ომის დანაშაულებებს. სამართლიანობის გარეშე მშვიდობა არ შეიძლება," - წერს შარლ მიშელი twitter-ის გვერდზე.

როგორც შარლ მიშელის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი, ის მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. 

 

დღის ამბები