27 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
ბორის ჯონსონი უკრაინას მეტი არტილერიით მხარდაჭერას ჰპირდება

უკრაინას მეტი არტილერიით მხარდაჭერას ჰპირდება ბორის ჯონსონი. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა თემთა პალატაში გააკეთა განცხადება, სადაც თქვა, რომ ეს საარტილერიო კონფლიქტი გახდება და ბრიტანეთისთვის ცნობილი იყო, რომ დონბასზე შეტევის საფრთხე დადგებოდა. 

"მე დავრწმუნდი დიდი ბრიტანეთის ურყევ გადაწყვეტილებაში, რომელიც ამ პალატაში იყო გაზიარებული, შეუერთდეს ჩვენს მოკავშირეებს და ამ მამაც ხალხს თავის დასაცავად საჭირო იარაღი მიაწოდოს. ეს ახლა კიდევ უფრო სასწრაფოა, რადგან პუტინმა თავისი ძალები გადააჯგუფა და დონბასში ახალი შეტევა დაიწყო. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს საფრთხე დადგებოდა. ეს საარტილერიო კონფლიქტი გახდება, მათ მეტი არტილერიით სჭირდებათ მხარდაჭერა, ეს არის ის, რასაც მრავალ სხვა მხარდაჭერასთან ერთად ჩვენ მათ გადავცემთ," - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

 

 

 

 

დღის ამბები