27 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
არზუ ნაღიევის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანული დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ მიიღო

აზერბაიჯანის პარლამენტის დელეგაციასა და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებს შეეხო.

არზუ ნაღიევის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანული დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ მიიღო. შეხვედრაზე ითქვა, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის ერთ-ერთ ძლიერ მოკავშირედ რჩება. ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფაზე.

არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხებსა და თანამშრომლობის განვითარების გეგმებს.

"ეს არის ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანი და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებს რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ჩვენ ოფიციალურ შეხვედრებზე ვისაუბრეთ დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებობს. წლების და ათწლეულების განმავლობაშიც. ეს პირველ რიგში არის რეგიონში უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფა," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

 

დღის ამბები