27 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
რუსეთი და სომხეთი "რასიზმის, ქსენოფობიისა და ნეონაციზმის ნებისმიერი გამოვლინების საწინააღმდეგო ქმედებების გაზრდაზე" შეთანხმდნენ

ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

კრემლის ინფორმაციით, რუსეთისა და სომხეთის ლიდერებმა შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და შეთანხმდნენ "რასიზმის, ქსენოფობიისა და ნეონაციზმის ნებისმიერი გამოვლინების, ასევე, ეროვნული, ენობრივი ან რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოვლინების საწინააღმდეგო ქმედებების გაზრდაზე." მხარეებმა ხელი მოაწერეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პროგრამასაც.

სომხეთის პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტი ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სესიაზე მიიწვია, რომელიც მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გაიმართება.

დღის ამბები