27 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანაზე, სადაც ასობით მოქალაქე აფარებს თავს, შტურმი დაიწყო

მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანაზე, სადაც ასობით მოქალაქე აფარებს თავს, საოკუპაციო ძალებმა შტურმი დაიწყო - ინფორმაციას უკრაინული მედია ოკუპირებული დონეცკის წარმომადგენელზე, ედუარდ ბასურინზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მარიუპოლში დილიდან დაწყებულ ქაოტური შეტევის შესახებ ადასტურებს ქალაქის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკოც.

"დილიდან, ოკუპანტები არა მარტო "აზოვსტალის" მიმართულებით ახორციელებენ იერიშებს, არამედ არტილერიითა და ტანკებით აგრძელებენ ქაოტურ შეტევებს მარიუპოლის მარცხენა სანაპიროს რაიონის საცხოვრებელ სექტორზეც," - განაცხადა პეტრო ანდრიუშენკომ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, რუსულმა მხარემ მარიუპოლში მყოფ უკრაინელ მცველ ჯარისკაცებს დანებებისკენ მოუწოდა და შესთავაზეს, რომ იარაღის დაყრის შემთხვევაში მათი სიცოცხლე ხელშეუხებელი დარჩებოდა.

როგორც ერთ-ერთი ბოლო ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, მარიუპოლში რთული და ტრაგიკული სიტუაციაა, რადგან სამხედროებს არ სურთ დანებება, რუსული მხარე კი უდანაშაულო მოქალაქეებისა და დაჭრილი სამხედროების ევაკუაციას არ თანხმდება. 

დღის ამბები