27 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები შესაძლოა, რამდენიმე კვირაში იყოს - გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული რეჟიმის გამოცხადებას, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე რამდენიმე კვირაში ვარაუდობს. თუმცა რუსეთის წარმომადგენლებს ადგილობრივ დონეზე ცეცხლის შეწყვეტა დღის წესრიგში ჯერ არ აქვთ.

შეთანხმება დამოკიდებული იქნება მოლაპარაკებებზე. გაერო, დონეცკსა და ლუჰანსკში ჰუმანიტარულ კოლონას გაგზავნის. თავად მარტინ გრიფიტსი კი მიმდინარე კვირაში თურქეთში ჩავა და ერდოღანთან, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების საკითხს განიხილავს.

"ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები ჰორიზონტზე ახლა არ არის, თუმცა შესაძლოა, რამდენიმე კვირაში იყოს. ეს დამოკიდებული იქნება ორ საკითხზე: რა თქმა უნდა, ომსა და მოლაპარაკებებზე, რადგან მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება მხოლოდ ნდობის მინიმალური დონის შექმნის საფუძველზე, რომელიც შესაძლოა, ამ მოლაპარაკებებიდან გამოვიდეს.

ახლა ჩვენი პრიორიტეტია და მომდევნო ორი დღის განმავლობაში ვგეგმავთ კოლონა შევიყვანოთ დონეცკში და იქიდან ლუჰანსკში. უნდა ვთხოვოთ მხარეებს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას სტამბოლში,"- აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე მარტინ გრიფიტსი.

დღის ამბები