უკრაინის თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ფრონტის ხაზების გარღვევის მცდელობები სამ რეგიონში დაიწყეს. ეს ლუჰანსკის, დონეცკის და ხარკოვის რეგიონებია.
ალექსეი დანილოვის განმარტებით, უკრაინული მხარე შეტევის შეკავებას წარმატებით ახორციელებს.
"დღეს ლუჰანსკის, დონეცკის, ხარკოვის რეგიონების თითქმის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, ოკუპანტები ცდილობდნენ ჩვენი თავდაცვა გაერღვიათ. საბედნიეროდ, ჩვენი სამხედროები ამას აკავებენ. რუსებმა მხოლოდ ორ ქალაქში, კრემინნასა და კიდევ ერთ პატარა ქალაქში შესვლა შეძლეს, მაგრამ ბრძოლა გრძელდება, ჩვენ არ ვთმობთ ჩვენს ტერიტორიებს. აქტიური ფაზის დაწყების მცდელობა დილიდან დაიწყო," - ამბობს დანილოვი.