27 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
თბილისის საკრებულოსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის მემორანდუმი გაფორმდა

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქართველოდან ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა გრძელდება. ამჯერად თბილისის საკრებულოსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოდან დონორის მიერ ჩარიცხული თანხით მედიკამენტების შეძენა და მისი უკრაინაში გაგზავნა მოხდება.

მემორანდუმს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალურმა მდივანმა მოაწერეს.

"თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო კერძო სექტორთან ერთად ვფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და ჩვენ, ჩვენის მხრივ მივიღებთ მონაწილეობას და გავაგზავნით ჰუმანიტარულ ტვირთს მედიკამენტების სახით," - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.

დღის ამბები