უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ ომის მეორე ეტაპი დაიწყო, ამის შესახებ BBC წერს.
"ახლა ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება რუსეთის მიერ თავდასხმის შესახებ. დაიწყო ომის მეორე ფაზა, თუმცა გჯეროდეთ უკრაინის არმიის, ის ძალიან ძლიერია," - დაწერა ერმაკმა უკრაინელებისადმი მიმართვაში.