27 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
რუსულმა ძალებმა ალყაში მოქცეული მარიუპოლის შიგნით გადაადგილებისთვის საშვების გაცემა დაიწყეს​ - ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის 54-ე დღე - რთული ვითარებაა მარიუპოლში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დღეს რუსი სამხედროები მარიუპოლს კეტავენ და ქალაქში გადაადგილებისთვის საშვების გაცემა დაიწყეს. მოქალაქეების დიდი ნაწილი აზოვასტალის ქარხნის ტერიტორიაზე იმალება წყლისა და საკვების გარეშე.

5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა ხარკოვში რუსული იერიშების შედეგად. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდნენ. უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს ბაზლიევკა, ლებიაჟიე და სოფელ კუტუზოვკას ნაწილი.

მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს ლუჰანსკის ადმინისტრაცია. მათი ინფორმაციით, მომავალი კვირა შესაძლოა რთული იყოს.

უახლოეს მომავალში ვაშინგტონში ვიზიტს გეგმავს უკრაინის სამთავრობო დელეგაცია. შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შედგება.



დღის ამბები