27 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
9 მაისის ნაცვლად 8 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღის შეცვლის ინიციატივით რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი გაერთიანდა

9 მაისის ნაცვლად 8 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღის შეცვლის ინიციატივით რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი გამოდის. საკანონმდებლო შეთავაზება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილება. კანონმდებლები თარიღის შეცვლის მიზეზად ევროპულ გამოცდილებას ასახელებენ.

ამჟამად 9 მაისს, როგორც გამარჯვების დღეს, საქართველო რუსეთთან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ერთად აღნიშნავს. გამონაკლისია ბალტიის ქვეყნები და უკრაინა, ისინი დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მსგავსად ერთი დღით ადრე ზეიმობენ. მმართველ გუნდში თვლიან, რომ თარიღის შეცვლის აუცილებლობას ისინი ვერ ხედავენ.

დღის ამბები