27 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კითხვარი უკვე შეავსო

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კითხვარი უკრაინამ უკვე შეავსო.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლის, იგორ ჟოვკვას ინფორმაციით, ახლა ევროკომისიამ უნდა მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაცია იმაზე, აკმაყოფილებს თუ არა უკრაინა ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებს.

კიევი დადებით რეკომენდაციას და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ივნისში  ელის.

"ერთი კვირა მიილია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოკუმენტი, რომელიც ქალბატონმა ურსულამ ფონ დერ ლაიენმა მოგვიტანა, უკრაინულმა მხარემ შეავსო.

ველოდებით, რომ ამ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ ევროკომისიას, აღნიშნული რეკომენდაცია დადებითი იქნება, რის შემდეგაც ბურთი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარეს იქნება," – განაცხადა ჟოვკვამ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული პროცესის შემდეგ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყება და სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობაზე საუბარი.

დღის ამბები