27 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
"ისტორია-კინო-ისტორია" - ეროვნულმა კინოცენტრმა ახალი კინოსაგანმანათლებლო პორტალი წარადგინა

"ისტორია-კინო-ისტორია" - ეროვნულმა კინოცენტრმა ახალი კინოსაგანმანათლებლო პორტალი წარადგინა. მე-20 საუკუნის ისტორიის სწავლა ახლა უკვე კინემატოგრაფიის საშუალებითაც შეიძლება. ევროკავშირის პროგრამის ეგიდით შექმნილი პროგრამა გასული საუკუნის იმ ისტორიულ მოვლენებს აერთიანებს, რომელი პროგრამაში მონაწილე 4 ქვეყანას ერთდროულად ეხება. 

საქართველოს გარდა, მასში იტალია, დიდი ბრიტანეთი და სერბეთია გაწევრიანებული. ოთხი ქვეყნის მე-20 საუკუნის ფაქტებზე შექმნილ ფილმებს ორი მიმართულება აქვს: ევროპის ისტორიის გაცნობა, კინოს გამოყენებით და ამ პერიოდის ფილმების ისტორიის შესწავლა.

პლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია საქართველოსა და პროექტის პარტნიორ სამ ქვეყანაში. საქართველოს 71 კინო სკოლაში კი ახალი პროექტით სწავლება 18 აპრილიდან დაიწყება.

დღის ამბები