27 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
მთავრობა მოქალაქეებს თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებს საკუთრებაში გადასცემს - ვის ეხება და რას გულისხმობს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში დაიწყო. რეფორმის პრეზენტაცია კახეთის რეგიონში დღეს გაიმართა, რომელიც პრემიერ მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა წარადგინეს. 

სახელმწიფო გეგმავს, რომ მოქალაქეებს საკუთრებაში, სარგებლობაში არსებული ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები დაურეგისტრიროს. პროექტი თვითმმართველი ქალაქების და ოკუპირებული რეგიონების გარდა 59 მუნიციპალიტეტში 1000-ზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულსა და 4000-ზე მეტ დასახლებაში განხორციელდება. საბოლოოდ რეფორმამ ხელი უნდა შეუწყოს მილიონ 200 ათასი ჰექტარი მიწის რეგისტრაციას. პრემიერ მინისტრის თქმით, რეფორმამ მოქალაქეების ინტერესის გარდა მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკაში.

"მიწის სისტემური რეგისტრაცია" მოქალაქეებისთვის უფასოა. იუსტიციის მინისტრის, თქმით რეფორმამ მრავალწლიანი პრობლემა უნდა დაასრულოს. ვადა კი მთავრობას 2024 წლისთვის აქვს გაწერილი.

დღის ამბები