27 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
უკრაინის ცაზე რუსული ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები კიდევ უფრო მომრავლდა - როგორია ომის ქრონიკა 52-ე დღეს 

უკრაინის ცაზე რუსული ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები კიდევ უფრო მომრავლდა. აგრესორი ქვეყანა უკრაინის დიდ ქალაქებზე იერიშს უკვე აღარ ერიდება. ბელგოროდიდან ხარკოვი დღესაც დაიბომბა. ავიაიერიშები ამ დრომდე არ წყდება - ოკუპანტებმა ტრადიციას არც ახლა უღალატეს და კვლავ სამშვიდობო ობიექტებზე მიიტანეს იერიში. დაბომბვას, რომელიც თითქმის 24 საათის განმავლობაში გრძელდება მოჰყვა მსხვერპლი. დაიღუპა 8 ადამიანი, მათ შორის ჩვილი, დაშავდა 52. მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არც დღევანდელ ბრიფინგზე უხსენებია.

ლისიჩანსკში ოკუპანტებმა ააფეთქეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ინფორმაცია უკვე დაადასტურა ოლქის გუბერნატორმა. მისი განცხადებით, ხანძარი 5 000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. მისი ლოკალიზება ჯერჯერობთ ვერ ხერხედება

გამთენიისას ჭურვები დაეცა კიევს, აფეთქების ხმა ისმოდა ლვოვშიც. ხელწერა უცვლელია, რუსი სამხედროები არ ცნობენ არც სამშობიაროებს, არც სკოლებსა და სხვა მშვიდობიან დაწესებულებებს. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტობრივად დასრულებულია მობილიზება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. შესაბამისად, ფართომასშტაბიანი იერიში ოკუპანტების მხრიდან უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.

ამ ფონზე უკრაინის პრეზიდენტი დროული დახმარების თხოვნით დასავლეთს კიდევ ერთხელ მიმართავს.

12 მარტის შემდეგ ოფიციალურმა კიევმა პირველად გაასაჯაროვა ინფორმაცია დაღუპულთა რაოდენობის შესახებ. უკანასკნელი ცნობების მიხედვით, რუსულ აგრესიას 3 000-მდე სამხედრო მოსამსახურე შეეწირა. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება 10 000-მდე ჯარისკაცმა მიიღო. 700 სამხედრო პირი და 1000 მშვიდობიანი მოქალაქე კი ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება, მათი ნახევარი ქალია. 

დღის ამბები