"ომი ვერ დაგვაშორებს. ჩემმა მეგობარმა ლევან იოსელიანმა აქაც მომაგნო!" - პარტია "მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანთან შეხვედრის ვიდეოს ავრცელებს.
ლევან იოსელიანი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, სწორედ ასე მოახერხა ენახა პოლიტიკური თანამებრძოლი, რომელმაც ქართული პოლიტიკური ველი დატოვა და უკრაინაში ფრონტის ხაზზე გადაინაცვლა.