პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელ "ტვიტერში", რუსლან სტეფანჩუკთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:
"ვესტუმრე ჩემს ძვირფას კოლეგას რუსლან სტეფანჩუკს. ეს არის გმირულ კიევში ჩვენი სოლიდარობის დემონსტრირება და ტკივილის გაზიარება. უკრაინელების სიმამაცე და გამბედაობა ჩვენს მომავალ თაობებს, სათნოებისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალით აძლევს,"- წერს შალვა პაპუაშვილი.