თელავში სტუმრობის დროს, ირაკლი ღარიბაშვილი რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნო, რომელიც "განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. ფაქტობრივად დასრულებულია ათზე მეტი შენობის აღდგენა, დაგეგმილია მიმდებარე საფეხმავლო ზოლისა და სკვერის რეაბილიტაცია. პროექტების ღირებულება 12 მილიონი ლარია.
რეგიონული ტურნეს ფარგლებში ასევე, პრემიერი თელავში ახლად რეაბილიტირებულ პროფესიულ კოლეჯ "პრესტიჟიც" იმყოფებოდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცახდებით, ადგილზე თანამედროვე სტანდარტების ტექნიკური ბაზა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორიებია განთავსებული. სასწავლო შენობის სრული რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ 575 000 ლარი, ხოლო აღჭურვისთვის 715 000 ლარი დაიხარჯა.