27 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში, კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. საბრძოლო შეტაკებების დროს ასევე მძიმედ დაიჭრა ერთი ქართველი მეომარიც. ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს ელჩი უკრაინაში. ერთ-ერთი დაღუპული არკადი კასრაძეა, რომელიც წარმოშობით სოფელ ერგნეთიდანაა. ერთი მათგანი კი ზუგდიდს მკვიდრია.

როგორც "რუსთავი 2-ს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საელჩო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კონტაქტზეა გარდაცვლილების ოჯახის წევრებთან და დაიწყება შესაბამისი პროცედურები, რათ გარდაცვლილი მებრძოლთა ცხედრები დროულად იქნას სამშობლოში გადმოსვენებული. 

დღის ამბები