27 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიისა და მდინარე ორვილას ხიდის ურბანული განახლების სამუშაოები დასრულების ფაზაშია

ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიისა და მდინარე ორვილას ხიდის ურბანული განახლების სამუშაოები დასრულების ფაზაშია. რეაბილიტირდება 8 შენობა და 3 პარკი, რომელთა ჯამური ღირებულება 5 მლნ ლარია.

ახმეტის ცენტრში მიმდინარე სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა. პრემიერმა ახმეტაში შინმოუსვლელთა სკვერისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი მოინახულა, რომელთა სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 551 000 ლარია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის "განახლებული რეგიონები" ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ახორციელებს - მინისტრმა მთავრობის მეთაურს იმ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ახმეტაში პროგრამის - "განახლებული რეგიონები" ფარგლებში მიმდინარეობს, მათ შორისაა - თიანეთი-ახმეტას 30 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 12 მლნ ლარზე მეტია. 

დღის ამბები