27 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
მატანის ცენტრში მდებარე, კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება - სამუშაოები პრემიერმა დაათვალიერა

სოფელ მატანის ცენტრში მდებარე, კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება - მიმდინარე სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად დაათვალიერა.

წლების მანძილზე უფუნქციოდ მიტოვებული შენობის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 671 000 ლარით დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ შენობა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. მთავრობის მეთაურის თქმით, კულტურის სახლის აღდგენა სოფლის მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა და ის სულ მალე მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან ცენტრად იქცევა. კულტურის სახლში განთავსდება სოფლის ბიბლიოთეკა, ფუნქციონირებას დაიწყებს სხვადასხვა შემეცნებითი, სამუსიკო თუ ქორეოგრაფიული წრეები და დაახლოებით 35 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მთავრობის პრიორიტეტია. დღესვე, პრემიერ-მინისტრი სოფელ მატანში ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

დღის ამბები