27 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
"ჩვენ უკვე უნდა განვეწყოთ პოსტსაომარ მსოფლიოზე, რომელიც იქნება განსხვავებული, რომელიც იქნება ეგონაციონალიზმზე მიმართული" - ვიქტორ ყიფიანი

"ჯეო-ქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი "კურიერი პ.ს-ის" საგანგებო ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის და დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს. 

"ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულება და მითქვამს და ვიმეორებ კიდევ ერთხელ, უკრაინას უნდა დავეხმაროთ და იოტის ოდენადაც არ უნდა დავიხიოთ უკან ჩვენ სახელმწიფოებრივ ინტერესებში უკან. ბოლოდროინდელი განცხადებები ნამდვილად საჭიროებდა პასუხს და ვფიქრობ, რომ უკრაინელების მხრიდან მივიღეთ უკრაინელების არაპირდაპირი აღიარება, რომ ეს ბრალდებები, რაც იყო, დასაბუთებას საჭიროებდა. 

მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რას გვაძლევს ჩვენ ამ ომზე დაკვირვება, ჩვენ ვსაუბრობთ როგორ იცვლება მსოფლიოს გეოეკონომიკური ფაქტურა. ომი ადრე თუ გვიან დამთავრდება, ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ, როგორი არის ჩვენი წვდომა სურსათზე? როგორი არის ჩვენი წვდომა ენერგომატარებელზე და როგორი იქნება ჩვენი წვდომა კაპიტალზე. 

ჩვენ უკვე უნდა განვეწყოთ პოსტსაომარ მსოფლიოზე, რომელიც იქნება განსხვავებული, რომელიც იქნება ეგო-ნაციონალიზმზე მიმართული. მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთოხება, ენერგოუსაფრთხოება და იაფ კაპიტალზე წვდომა, ესაა ჩვენი ხვალინდელი დღე," - აცხადებს ვიქტორ ყიფიანი. 

დღის ამბები