27 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
"იგივე ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ერთობლივად გადავწყვიტეთ" - გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში ვიზიტის შესახებ

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ომის დროს უკრაინაში ვიზიტი, მესამე პრეზიდენტთან შეთანხმებით გადაწყვიტა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით უკრაინელ ხალხს ეუბნებიან, რომ ქართველი პრეზიდენტები მათ გვერდით დგანან.

"ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, საქართველოს ფაქტობრივად ყველა მოქალაქის სურვილი ავასრულოთ, რომ მაღალი დონის წარმომადგენლობა იყოს წარმოდგენილი უკრაინაში, აჩვენოს კიდევ ერთხელ უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. აჩვენოს კიდევ ერთხელ მებრძოლ ქართველებს, რომ მათ გვერდით ვდგავართ და ეს გრძნობა იყო ის, რაც გარკვეულ ხინჯად მქონდა მეც და იგივე ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით და გვეჩვენებინა უკრაინელი ხალისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და რომ ეს ერთად დგომა არის უცვლელი და არ ცვლის არაფერი"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები