მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვისას გადარჩენილი 12 წლის მოზარდი, როგორც ომის სიმბოლო, საერთაშორისო საფეხბურთო მატჩში. თავადაც დევნილი საფეხბურთო კლუბ "დონეცკის" და პოლონეთის "ლეხიას" მატჩის ბოლო წუთებზე, უკრაინულმა კლუბმა გამარჯვების მოპოვება 12 წლის გულშემატკივრის, დმიტრი კედას გოლით მოახერხა.
უკრაინელი მოზარდი რუსულ აგრესიას ორჯერ გაექცა. მატჩის დროს შახტარის ფეხბურთელებს მაისურზე საკუთარი გვარების ნაცვლად უკრაინული ქალაქების სახელები ჰქონდათ დაწერილი. უკრაინული კლუბი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში კიდევ ორ შეხვედრას გამართავს. თამაშებიდან შემოსული თანხა მთლიანად რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული უკრაინელების დახმარების ფონდში გადაირიცხება.