27 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
სიკვდილამდე მიზანმიმართულად მიყვანა თუ კორონავირუსით გარდაცვალება - ქართველი ბიზნესმენის თენგიზ ჯაბუას ოჯახი, მის ფრანგ მეუღლეს მძიმე ბრალდებას უყენებს

რა ვითარებაში გარდაიცვალა ქართველი ბიზნესმენი, რომელიც 20 წლის განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა, ბოლო წლებში კი, საქართველოში ფრანგ მეუღლესთან ერთად დაბრუნდა.

სწორედ ცოლზე აქვთ ოჯახის სხვა წევრებს ეჭვი, რომ კორონავირუსით ინფიცირებული
მილიონერი მამაკაცი უმწეო მდგომარეობაში ჩააგდო და სამკურნალოდ კლინიკაში არ გადაიყვანა.

გარდაცვლილი ბიზნესმენის ძმა ითხოვს გამოძიებამ დაადგინოს: ეს იყო მიზანმიმართულად სიკვდილამდე მიყვანა თუ კორონავირუსით გარდაცვალება?

ბიზნესმენ თენგიზ ჯაბუას ოჯახი ეჭვობს, რომ 59 წლის მამაკაცი მისმა 63 წლის მეუღლემ
ქონების დასაკუთრების მიზნით მიიყვანა სიკვდილამდე.

საფრანგეთში მოღვაწე ბიზნესმენი საქართველოში დაბრუნების შემდეგ კოვიდ-19-ით დაინფიცირდა, მისმა ფრანგმა მეუღლემ კი, ოჯახის მტკიცებით, დაინფიცირებულ პირთან ექიმი არ შეუშვა, მარი კრისტი ლაბუსი ქმარს არ აძლევდა მედიკამენტებსაც, რამაც მისი მდგომარეობა იმდენად დაამძიმა, რომ საავადმყოფოში გადაყვანილი ვერ გადაარჩინეს.

როგორც აღმოჩნდა, ბიზნესმენის კლინიკაში გადაყვანაც მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც მისმა პირადმა მცველმა ძალის გამოყენებით შეაღწია ბინაში და თენგიზ ჯაბუა კრიტიკულ მდგომარეობაში ნახა. ჯაბუების ოჯახი ახლა სამართლებრივი გზებით ცდილობს იმის დადგენას, შესაძლებელი იყო თუ არა 59 წლის ბიზნესმენის გადარჩენა თუკი მას სამედიცინო დახმარებას დროულად აღმოუჩენდნენ. ბიზნესმენის ფრანგ მეუღლეს კი თენგიზ ჯაბუას გარდაცვალების შემდეგ თვითმფრინავი, ბინები თბილისსა და პარიზში და ბიზნესწილები დარჩა.

 

დღის ამბები