27 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ბაიდენი უკრაინაში წასასვლელად მზად არის, მაგრამ ჩვენ არ ვაგზავნით - თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი

თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის განცხადებით, პრეზიდენტი ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში არ იგეგმება.

"ის ყველაფრისთვის მზად არის. ის უკრაინაში წასასვლელად მზადაა, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტს უკრაინაში არ ვაგზავნით. ჩვენ გვჭირდება ის ამერიკაში ბევრი საქმის გასაკეთებლად," – აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.

14 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა მზად უკრაინაში გაემგზავროს.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინაში აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნის გაგზავნაზე მუშაობს.

დღის ამბები