27 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
"დასაბმელი ხართ ქალბატონო ლილე, რა გჭირთ მართლა" - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე

სიტყვიერი დაპირსპირება და ხმაური იყო საკრებულოს სხდომაზე. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად, გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მმართველი გუნდი უკრაინის ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკეს.

"როდესაც გამოქვეყნდა კადრები, რომ ბუჩაში პატარა ბავშვები დახოცილები ეყარნენ და გაუპატიურებულ ადამიანებზე იყო საუბარი, ორი ქვეყნის ხელისუფლება იყო, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ეს ფაქტი - ერთი ეს იყო რუსეთი და მეორე - საქართველო,"-განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ონიანმა, რასაც ხმაური მოჰყვა.

პასუხად, "ქართული ოცნების" წევრებმა ყოფილ სახელისუფლებო გუნდს წარსული შეახსენეს.

"იცით რა არის სირცხვილი? - აქ ქალბატონმა ლილემ თქვა, რომ ომში ადანაშაულებთ თქვენს ქვეყანასო. ახლა ხელში მიჭირავს ევროპის საბჭოს რეზოლუცია 1633, რომელიც 2008 წლის ომთან დაკავშირებითაა მიღებული - გინდათ წაგიკითხოთ ამ რეზოლუციის მეხუთე პუნქტი?,"- ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინე ზარნაძის ამ განცხადებას, ენმ-ის წევრის, ლილე ლიპარტელიანის რეპლიკები მოჰყვა.

"დასაბმელი ხართ ქალბატონო ლილე, რა გჭირთ მართლა"- მიმართა ზარნაძემ ლიპარტელიანს.

 
დღის ამბები