საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანი იმყოფება.
ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, ციფრული ტრანსფორმაციის, კავშირ გაბმულობის, ინვესტიციებისა და სხვა სექტორების მიმართულებით.
საუბარი წარიმართა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც აზერბაიჯანსა და საქართველოს აქვთ გაზრდილი ტვირთნაკადების გატარების უზრუნველყოფისთვის როგორც დასავლეთის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით.
მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ენერგეტიკის სფეროში და ისაუბრეს ისეთი მიმართულებების განვითარებაზე, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, ასევე ერთობლივი ტურისტული პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის წარმოჩენას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.