27 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
პრემიერი - ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ პასექის უდიდეს დღესასწაულს, ვუერთდები თქვენს საზეიმო განწყობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას გისურვებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს. 

მთავრობის მეთაურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უფლის მიერ ებრაელთა მონობიდან გამოხსნის, ფიზიკური და სულიერი გათავისუფლების ბიბლიური დღესასწაული სიმბოლური და მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისთვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა. 

"საქართველოს ებრაულ თემს, ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებულ ჩვენს თანამოძმეებს, მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ პასექის უდიდეს დღესასწაულს.

უფლის მიერ ებრაელთა მონობიდან გამოხსნის, ფიზიკური და სულიერი გათავისუფლების ეს ბიბლიური დღესასწაული სიმბოლური და მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისთვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა.

ყველა ჩვენგანისთვის ძალზე ძვირფასია ქართველთა და ებრაელთა მეგობრობა, რომელიც ათასწლეულებით იზომება. ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, ვუერთდები თქვენს საზეიმო განწყობას და მშვიდობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები