27 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსეთისგან ნავთობის შეძენას განაგრძობენ, "ფულს სხვა ადამიანების სისხლით" შოულობენ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსეთისგან ნავთობის შეძენას განაგრძობენ, "ფულს სხვა ადამიანების სისხლით" შოულობენ, – ამის შესახებ ზელენსკიმ BBC-თან ინტერვიუში ისაუბრა. სადაც მან ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესების დაბლოკვაში გერმანია და უნგრეთი დაადანაშაულა.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიოს, დროულად მიაწოდონ საომარ ვითარებაში მყოფ ქვეყანას იარაღი.

"ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსეთისგან ნავთობის შეძენას განაგრძობენ, "ფულს სხვა ადამიანების სისხლით" შოულობენ. ენერგომატარებლების გაყიდვით რუსეთი მიმდინარე წელს 326 მილიარდი დოლარის მიღებას შეძლებს. ზოგიერთი ჩვენი მეგობარი და პარტნიორი აცნობიერებს, რომ ახლა განსხვავებული დროა, რომ ეს უკვე არ არის ბიზნესისა და ფულის საკითხი. ეს არის გადარჩენის საკითხი. აშშ, დიდი ბრიტანეთი და ზოგიერთი ევროპული ქვეყნები ცდილობენ დახმარებას და გვეხმარებიან, თუმცა ჩვენ ეს უფრო მალე და უფრო სწრაფად გვჭირდება. მთავარი სიტყვაა - ახლა.

ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ათობით ათას გარდაცვლილთან ერთად, ბევრი გაუჩინარებულია. ჩვენ ვიცით, რომ მათ შეუცვალეს დოკუმენტები, მისცეს რუსული პასპორტები და წაიყვანეს რუსეთში, ზოგი ბანაკებში, ზოგი სხვა ქალაქებში. არავინ იცის, რა მოუვიდა ამ ხალხს. არავინ იცის, რამდენია მოკლული.
რუსეთის მიერ მარიუპოლში, ასევე კიევის ოლქის ქალაქებში - ბუჩასა და ბოროდიანკაში ჩადენილმა სისასტიკეებმა კიდევ უფრო შეამცირეს რუსებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობა.
საქმე ჩემში არ არის, საქმე რუსებშია. მათ არ ექნებათ ბევრი შანსი ჩვენთან სასაუბროდ.
მათ შეუძლიათ ჩვენი განადგურება, თუმცა ჩვენ ვუპასუხებთ; მათ შეუძლიათ, მოგვკლან, თუმცა ასევე მოკვდებიან. მე არ მესმის რისთვის, არ მესმის, რატომ მოვიდნენ ისინი,"- განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები