ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ის მზადაა კიევს ესტუმროს. მისი თქმით, მას სურს უკრაინაში გამგზავრება და ამასთან დაადასტურა ინფორმაცია, რომ მისი ადმინისტრაცია აპირებს მაღალი რანგის ჩინოვნიკი გაგზავნოს კიევში.
"ჩვენ ამ გადაწყვეტილებაზე ახლა ვმუშაობთ," - განაცხადა ბაიდენმა.
ინფორმაციას ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით ადასტურებს თეთრი სახლიც.
შეგახსენებთ, მანამდე თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკმა განაცხადა, რომ ბაიდენი არ აპირებს უახლოეს მომავალში უკრაინაში ვიზიტს.
Politico ამტკიცებდა, რომ თეთრი სახლი განიხილავდა კიევში აშშ-ის დელეგაციის ჩასვლის შესაძლებლობას. მაგრამ ყველაზე სავარაუდო კანდიდატად იქ დასახელდა აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ან სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.