27 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
წარწერა PRESS, რომელიც მედიას აგრესიისგან ვერ იცავს - რუსებმა უკრაინაში უკვე 20 ჟურნალისტი მოკლეს მათ შორის დამიზნებით და საკონტროლო გასროლებითაც

პუტინის არმიის მიერ მოკლული სიმართლე. ომის დაწყების დღიდან ამ დრომდე რუსმა სამხედროებმა 20 რეპორტიორი დახოცეს, მათ შორის გავლენიანი მედიის წარმომადგენლები.

ჟურნალისტებს კლავდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რათა რუსული არმიის სისასტიკეზე მსოფლიომ არაფერი გაიგოს.

რუსული ტყვიებისგან და რაკეტებისგან ჟურნალისტები ვერ დაიცვა ვერც ჯავშანჟილეტებმა და ვერც წარწერამ - PRESS, რომელიც როგორც წესი ერთგვარი სიგნალია ნებისმიერი ცივილური არმიისთვის, რომ ეს პირი ჟურნალისტია.

დაღუპული რეპორტიორების ნაწილს ნასროლი აქვს დამიზნებით, გაკეთებული აქვთ საკონტროლო გასროლებიც თავში. ისინი ვინც ვერ დახოცეს, ოკუპანტებმა მოიტაცეს და აწამეს, ასეთი ჟურნალისტების ბედი ამ დრომდე გაურკვეველია.

რუსულ ომს უკრაინაში 5 ათასზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს, მათ შორისაა "კურიერის" გადამღები ჯგუფიც.

დღის ამბები