27 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
სახელმწიფო ენის დღე იმ უმნიშვნელოვანესი თარიღების რიგს ეკუთვნის, რომლითაც საქართველომ შეძლო სახელმწიფოებრიობის გადარჩენა - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო ენის დღე ეკუთვნის იმ უმნიშვნელოვანესი თარიღების რიგს, რითაც საქართველომ შეძლო საკუთარი მეობის შენარჩუნება.

"სახელმწიფო ენის დღე ეკუთვნის იმ უმნიშვნელოვანესი თარიღების რიგს, რითაც საქართველომ შეძლო საკუთარი მეობის შენარჩუნება. ქართული კულტურის წინააღმდეგ ომს, რუსეთი აგრძელებს დღეს აფხაზეთში. ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ პირველ რიგში მეგრულისა და სვანურისთვის,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 14 აპრილი. ორბელიანების სასახელეში პრეზენტაცია გაიმართა ქართული დამწერლობის ისტორიის, ანბანის განვითარებისა და კალიგრაფიული ხელოვნების გამოყენების ეტაპებზე. მოეწყო გამოფენაც, სადაც ძველი და ახალი ქართული დამწერლობის სისტემების გამოყენებით შექმნილი ფერწერული ტილოების დათვალიერება იყო შესაძლებელი. დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სასახლის ეზოში კალიგრაფიულ-ორნამენტული პროექციის გაშვებით დასრულდა.

დღის ამბები