ცოცხალ ფარად აფარებული მოსახლეობა, დახვრეტილი და საერთო საფლავებში ჩაყრილი ცხედერები, დამწვარი გვამები, წამება, გაუპატიურება, გატაცება, მოროდიორობა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება - უკრაინაში რუსეთმა ყველა ძალადობა და დანაშაული ჩაიდინა.
სიტყვა გენოციდი და პუტინის რუსეთი უკვე გაიგივებულია. მსოფლიოს ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით სდებენ ბრალს მოსკოვს კაცობრიობის ყველაზე მძიმე დანაშაულში.
უკვე ქვეყნდება საერთაშორისო ორგანიზაციების პირველი ანაგრიშებიც, სადაც რუსი სამხედროების ამ დროისთვის ცნობილი არაადამიანური დანაშაულებებია აღნუსხული.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დანაშაულის კვალის დამალვას ცდილობს, მხოლოდ ეუთოს ანგარში უკვე 108 გვერდიანია.
ათასობით დადასტურებული ფაქტი, რომელიც ეყრდნობა ოფიციალურ წყაროებს, ჟურნალისტებს, სამხედრო ექსპერტებს და თვითმხილველებს.
რუსულ დანაშაულს უკრაინულ მიწაზე დამოუკიდებლად იძიებს ვაშინგტონი. ომის დანაშაულების შესწავლას შეუდგა ჰააგის სასამართლოს ექსპერტთა ჯგუფიც.
"უკრაინა დანაშაულის ადგილია" - ეს სიტყვები ჰააგის სასამართლოს პროკურორს ეკუთვნის, რომელიც მან ბუჩის სასაკლაოს ნახვის შემდეგ წარმოთქვა.