27 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
"ჯვარი გაუვარდა, შეინარჩუნა ხმალი"- ნაომარი ბოროდიანკა სიმბოლოების ქალაქი გახდა

პატარა ქალაქი ბოროდიანკა უკრაინის ომის სიმბოლოების ადგილად იქცა. უკრაინულ ტელეგრამარხებზე ვრცელდება რამდენიმე ფოტო, რომელიც ამ ქალაქში რუსული აგრესიის შედეგებს ასახავს.

სწორედ აქ ესროლეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ეროვნული პოეტის ტარას შევჩენკოს ძეგლს თავში.

ბოროდიანკაშია გადაღებული დანგრეული კორპუსის ფოტოც, რომლის კედელზეც კვლავ მყარადაა დაკიდებული სამზარეულოს ავეჯი ჭურჭლით და მამლის ფიგურით.

ბოროდიანკას მოედანზე რუსული ბომბების თავდასხმისგან განადგურებას გადაურჩა მთავარანგელოზ მიქაელის ძეგლი. მას ჯვარი მოტყდა, თუმცა ხმალი ისევ ხელში დარჩა.

ბოროდიანკაში განხორციელებული რუსული აგრესიის მსხვერპლად იქცა კატა "მურჩიკი", რომელიც ქალაქის განთავისუფლების შემდეგ ბოროდიანკას ერთ-ერთი სიმბოლო იყო. მაშველებმა კატა დანგრეული სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. მალევე იპოვეს მისი პატრონებიც, რომლებმაც თავიანთი შინაური ცხოველი ფოტოდან ამოიცნეს, თუმცა მასთან შეხვედრა ვეღარ შეძლეს, რადგან კატა მიღებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.

დღის ამბები