27 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
რუსეთს მოუწევს, სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის ყურეში - დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი "ტელეგრამის" საკუთარ არხზე განცხადებას ავრცელებს. როგორც დმიტრი მედვედევი წერს, თუ შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანდებიან, რუსეთის ფედერაციასთან ალიანსის სახმელეთო საზღვრების სიგრძე გაორმაგდება, ბალტიის ქვეყნების არაბირთვულ სტატუსზე საუბარი შეუძლებელი იქნება და ბალანსის აღდგენა საჭირო გახდება.

"რუსეთს მოუწევს, სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის ყურეში, როდესაც ფინეთი და შვედეთი ნატო-ს შეუერთდებიან,"- წერს მედვედევი. 

დღის ამბები