27 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
"ჩემი სურვილი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ყოფილიყო მრავალპარტიული" - შალვა პაპუაშვილი

უკრაინაში ვიზიტზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციები განახლდება. დეტალები ჯერ არ დაზუსტებულა, უცნობია რა შემადგენლობით და რამდენი დელეგაცია გაემგზავრება უკრაინაში.

მმართველი გუნდი ოპოზიციას სთავაზობს, რომ ჯგუფი იყოს მრავალპარტიული და დელეგაციაში თითო პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი იყოს. ოპოზიციის ნაწილი შეთავაზებას ეთანხმება.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, დელეგაცია ინტერპარტიული იყოს.  

"ჩემი სურვილი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ყოფილიყო მრავალპარტიული. გვქონდა ჩვენ საუბარი ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებთან, გვქონდა შეთავაზება თანაბარი წარმომადგენლობა ყოფილიყო, თუმცა არ იყო თანხმობა და შემდეგ კვლავ შევთავაზეთ რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან წარმომადგენელი იყოს. უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა რომ თავის მხრივ არ გაზარდოს წარმომადგენლობა, თანაბრობის  პრინციპი ამ შემთხვევაში დაირღვევა და ოპოზიციური უმრავლესობის დელეგაცია იქნება. თუმცა, გამომდინარე ამ ვითარებიდან, ეს შეთავაზება ვფიქრობ სწორი იყო. თხოვნა მექნება ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, რომ დროულად მოგვაწოდონ საკუთარი კანდიდატები ამ პოლიტიკური ჯგუფისთვის,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები