27 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
მაკრონი ტერმინ "გენოციდის" გამოყენებაზე უარს ამბობს - "მე ფრთხილი ვიქნებოდი ამგვარი ტერმინების გამოყენებისას, რადგან უკრაინელები და რუსები ძმები არიან"

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინაში რუსეთის ქმედებების შეფასებებისას სიტყვა "გენოციდის" გამოყენებას არ ეთანხმება.

განცხადება მაკრონმა ფრანგულ ტელეარხთან  France 2-თან გააკეთა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კითხვაზე, გამოიყენებდა თუ არა  აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მსგავსად ტერმინ "გენოციდს" იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც რუსი სამხედროები უკრაინაში ახორციელებენ, მაკრონი ამბობს რომ: "მე ფრთხილი ვიქნებოდი ამგვარი ტერმინების გამოყენებისას, რადგან ეს ორი ხალხი [ უკრაინელები და რუსები] ძმები არიან.“

მაკრონი ამბობს, რომ ომის შესაჩერებლად ყველა მცდელობას მიმართავს, რაც მის ხელთ არსებობს.

"მე ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია, რათა ეს ომი შეწყდეს და მშვიდობამ დაისადგუროს. მე დარწმუნებული არ ვარ, რომ რიტორიკის ესკალაცია ამას ემსახურება.

რაც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, არის ის, რომ ვითარება მიუღებელია და ეს ომის დანაშაულია. ჩვენ ვცხოვრობთ ომის დანაშაულებში, რომლებიც უპრეცედენტოა ჩვენს მიწაზე – ჩვენს ევროპულ მიწაზე,“ - ამბობს ემანუელ მაკრონი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გენოციდი უწოდა.  

დღის ამბები