პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტები უკვე უკრაინაში იმყოფებიან. ლიეტუვის პრეზიდენტი ინფორმაციასა და ფოტოს ტვიტერზე ავრცელებს. 4 ქვეყნის პრეზიდენტები კიევისკენ მიემგზავრებიან, სადაც ისინი პრეზიდენტ ზელენკის შეხვდებიან.
უკრაინაში ჩასვლის სურვილი გამოთქვა გერმანიის პრეზიდენტმაც, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასთან შეხვედრა არ ისურვა.