ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გაზის ტარიფების ზრდაზე საუბრისას, უკრაინაში მომხდარი "გენოციდად" მოიხსენია. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელების ბიუჯეტი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, ჩაიდენს თუ არა დიქტატორი სხვა ქვეყანაში გენოციდს.
მისი თქმით, ის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი ბარელი ნავთობის მოხმარების განკარგულებას გასცემს.