უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ გაუპატიურების ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონები, ბავშვები და ჩვილიც კი
იდენტიფიცირებულია 1 წლის ბავშვზე მოძალადე პირი - რუსი ჯარისკაცი ბიჩკოვი, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ლატვიის პარლამენტისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, მან თანამებრძოლებს ვიდეო გაუგზავნა, რომელშიც ძალადობის მომენტია გადაღებული.
"იდენტიფიცირებულია ბავშვის მიმართ დანაშაულის ჩამდენი - რუსი ჯარისკაცი ქალაქ ფსკოვიდან, რომლის გვარიც არის ბიჩკოვი.
გაუპატიურების ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონები, ძალიან მცირეწლოვანი ბავშვები და ჩვილი - ახლა ამაზე ლაპარაკი უბრალოდ საშინელებაა, მაგრამ ეს მოხდა.
ასეთია რუსი ჯარისკაცი, „ბავშვების დამცველი“. ასეთია „სპეცოპერაცია“, რომელიც მოსკოვში დაგეგმეს. ამიერიდან სწორედ ამასთან იქნება ასოცირებული რუსეთის ჯარი და ფსკოველი დესანტები - ჩვილის გაუპატიურება," - განაცხადა ზელენსკიმ.