რუსი ჟურნალისტი, რომელიც პირდაპირ ეთერში ომის გაოროტესტებისთვის რუსეთში დააკავეს, გერმანული გამოცემის თანამშრომელი გახდა. Die Welt-მა განაცხადა, რომ მარინა ოვსიანნიკოვა დაასაქმა.
ოვსიანნიკოვა ყურადღების ცენტრში მას მერე მოექცა, რაც რუსული პირველი არხის საინფორმაციო გამოშვების დროს წამყვანის ფონზე გამოჩნდა წარწერით "შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, ისინი გატყუებენ".
ჟურნალისტი დააკავეს და მოგვიანებით, ჯარიმა გადააახდევინეს - 30 000 რუბლი.