27 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
საქართველოში ხვალ კვლავ ძლიერი ქარი იქნება 

სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ, 13 აპრილს საქართველოში კვლავ ძლიერი ქარი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი,ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი.

ქართან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ - უწყების ინფორმაციით, სტიქიამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. 

"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში ძლიერი ქარი 13 აპრილსაც არის მოსალოდნელი. შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა დროებით ჩამოხსნილია და ამინდის გაუმჯობესებისთანავე დროშა კვლავ აღიმართება.

უამინდობისგან შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22" - ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

დღის ამბები