27 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
საქართველომ ბოლო ათ წელიწადში უკიდურესი სიღარიბის ნიშნული თითქმის სამჯერ შეამცირა - მსოფლიო ბანკის ანგარიშს აქვეყნებს

მსოფლიო ბანკის ახალი მონაცემების თანახმად, საქართველოში 2021 წელს სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. განახევრებულია იმ მოქალაქეების რაოდენობაც, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ინსტიტუტის კვლევის მიხედვით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა.

ანგარიშში შედარებულია ბოლო 10 წლის მონაცემები, 2011 წელს ამ ინდიკატორით საქართველოში 420 ათასი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანი ცხოვრობდა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის სამჯერ შემცირდა და ახალა ასეთი კატეგორიის მოქალაქეების რაოდენობა ქვეყანაში 127 ათასამდეა.

საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ 2024 წლისთვის ეს მონაცემები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

დღის ამბები