27 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
10 გასროლა ბრუკლინის სადგურზე, დაჭრილი და დაშავებული მგზავრები - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ნიუ-იორკის მეტროსადგურში მომხდარი სროლის შესახებ

სულ მცირე 16 ადამიანია დაშავებული ნიუ-იორკის მეტროსადგურში, სადაც უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი დილის პიკის საათში გახსნა.

ბრუკლინის სადგურზე ადგილობრივი დროით დილის 9-ის ნახევარზე მინიმუმ 10-ჯერ გაისროლეს. სწორედ ათ ადამიანს აქვს ტყვია დამიზნებით მოხვედრილი. პოლიცია ეძებს მამაკაცს, რომელსაც სროლისას აირწინაღი ეკეთა. თვითმხილველები ამბობენ რომ მან ცეცხლი ერთ-ერთ ვაგონში გახსნა, რასაც ქაოსი, პანიკა და ჭყლეტა მოჰყვა.

გავრცელდა ინფორმაცია ადგილზე აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებაც, თუმცა ჯერ ჯერობით ეს ოფიციალურად არ დასტურდება.

სანსეტ პარკის 36-ე ქუჩის მიმდებარე ტერიტორია ამ წუთებშიც გადაკეტილია. ნიუ-იორკის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს მათივე უსაფრთხოების მიზნით მოშორდნენ შემთხვევის ადგილს.

ევაკუირებულია მიმდებარე სკოლებიც. სროლის შემდეგ ნიუ-იორკში მინიმუმ ოთხი მატარებლის ხაზის მოძრაობა შეფერხდა.

ჯერჯერობით არაფერია ცნობილი თავდამსხმელის მოტივის შესახებ. სპეცსამსახურები მისი ვინაობის და ადგილსამყოფელის დადგენას ამ წუთებშიც ცდილობენ.

აშშ-ის პრეზიდენტი ნიუ-იორკის მეტროში მომხდარი სროლის შესახებ უახლეს მოვლენებს ეცნობა. თეთრი სახლის უფროსი პერსონალი დაუკავშირდა მერ ადამსს და პოლიციის კომისარ სიუელს, რათა შესთავაზონ ნებისმიერი დახმარება საჭიროების შემთხვევაში.

დღის ამბები