უკრაინელი ხალხისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად ბუჩაში წამსვლელი საპარლამენტო დელეგაციის სია ცნობილია, "ქართული ოცნების" წევრები და ოპოზიციონერი დეპუტატები ქალაქში სადაც მასობრივი მკვლელობები მოხდა, რამდენიმე დღეში გაემგზავრებიან.
უკრაინაში გამგზავრებას ყველა საპარლამენტო პარტია აპირებს, "გარდა ევროპელი სოციალისტებისა", რომლებიც გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ხვალ მიიღებენ. სხვა ოპოზიციური პარტიები კი უმრავლესობასთან საერთო ვიზიტით კმაყოფილები არიან, თუმცა ამბობენ, რომ დელეგაციის ხელმძღვანელი პარლამენტის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო.
ბუჩაში ჩასვლას და უკრაინელი ხალხისთვის სამძიმრის გამოხატვას საპარლამენტო დელეგაცია უახლოეს დღეებში აპირებს. უკრაინაში ვიზიტის წინაპირობა კი ქვეყნის პარლამენტის სპიკერის მხრიდან წერილობითი მიწვევა იყო.