27 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
ვინ გაემგზავრება ბუჩაში საქართველოდან - კონსულტაცია პოლიტიკურ გუნდებს შორის დაიწყო

ვინ გაემგზავრება ბუჩაში საქართველოდან - პარლამენტში საბოლოო კონსულტაცია პოლიტიკურ გუნდებს შორის რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. დელეგაცია გააერთიანებს როგორც უმრავლესობას, ასევე ოპოზიციას, ხელმძღვანელი კი სავარაუდოდ დავით სერგეენკო იქნება.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია ამბობს, რომ დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანია. 

"შევთანხმდით ვერბალურად, რომ ერთი დელეგაცია გაემგზავრება საქართველოს პარლამენტიდან, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასასმელად, თუ რამდენად მოზიარეა საქართველო ასეთი გაჭირვების დღეებში უკრაინის ხალხისა და ხელისუფლების," - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

უკვე დასახელდა დელეგაციის სავარაუდო შემადგენლობა - გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე, ლევან იოსელიანი, დავით სერგეენკო, ბექა ოდიშარია და არჩილ თალაკვაძე. სია ზუსტდება. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლოს გაემგზავრება.

დღის ამბები