27 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
რუსთავი-თბილისის ხაზზე მგზავრობის გაძვირების გამო "ინტერ ტრანსი" 1100 ლარით დაჯარიმდა

კომპანია "ინტერ ტრანსი", რომელსაც რუსთავი-თბილისის ხაზზე მგზავრები გადაჰყავს, 1100 ლარით დაჯარიმდება - ამის შესახებ რუსთავის მერმა განაცხადა. ნინო ლაცაბიძის თქმით, კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ ერთი თვით ადრე მიმართოს მუნიციპალიტეტს ფასთან დაკავშირებით, ეს ვალდებულება კი დაირღვა - მერიაში წერილი გუშინ შევიდა.

კომპანიაში მგზავრობის ღირებულების ზრდის მიზეზად გაძვირებულ საწვავს და ტრანსპორტისთვის საჭირო სხვა მომსახურებაზე გაზრდილ ფასს ასახელებენ. მგზავრობის ღირებულება დღეიდან გაიზარდა და სხვაობამ, დაახლოებით, 1 ლარი შეადგინა. 

დღის ამბები